Wednesday, 18 February 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

            მეოთხე დღეს გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და საგნობრივი სტანდარტების მიღწევას. ასევე გავიგე რომ, რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. გავაკეთეთ მაგალითები, დავსვით კითხვები. კითხვების დასმა, რა თქმა უნდა ისეთი ადვილი არ აღმოჩნდა როგორიც მეგონა. მასწავლებელმა ბევრი უნდა იმუშაოს რათა სწორი შეკითხვა დასვას და მოსწავლეებში ინტერესი გამოიწვიოს.
             აუცილებლად გავითვალისწინებ დღევანდელ რჩევებს, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა კითხვების დასმის სწორი მიმართულება, მაგრამ დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერავინ მცემდა. დიდი მადლობა ბატონ დათოს, რომ სათქმელი ზუსტად და გასაგებად მოიტანა ჩვენამდე.

No comments:

Post a Comment