Friday, 20 March 2015
Thursday, 19 March 2015
Wednesday, 18 February 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და საგნობრივი სტანდარტების მიღწევას. ასევე გავიგე რომ, რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. გავაკეთეთ მაგალითები, დავსვით კითხვები. კითხვების დასმა, რა თქმა უნდა ისეთი ადვილი არ აღმოჩნდა როგორიც მეგონა. მასწავლებელმა ბევრი უნდა იმუშაოს რათა სწორი შეკითხვა დასვას და მოსწავლეებში ინტერესი გამოიწვიოს.
აუცილებლად გავითვალისწინებ დღევანდელ რჩევებს, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა კითხვების დასმის სწორი მიმართულება, მაგრამ დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერავინ მცემდა. დიდი მადლობა ბატონ დათოს, რომ სათქმელი ზუსტად და გასაგებად მოიტანა ჩვენამდე.
აუცილებლად გავითვალისწინებ დღევანდელ რჩევებს, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა კითხვების დასმის სწორი მიმართულება, მაგრამ დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერავინ მცემდა. დიდი მადლობა ბატონ დათოს, რომ სათქმელი ზუსტად და გასაგებად მოიტანა ჩვენამდე.
Sunday, 15 February 2015
მესამე დღის რეფლექსია
ეს დღე ძალზედ საინტერესო იყო, რადგან გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და მოვნიშნე ის ორი უნარი, რისი განვითარებაც მინდოდა მოსწავლეებში ჩემს მიერ არჩეული პროექტით. ასევე გავეცანი სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკის 3 კომპონენტს რომელიც უნდა იყოს დაცული პროექტის შედგენისას. გამოვიყენე ფაილები: "განახლებული ბლუმის ტაქსონომია" და" 21-ე საუკუნის უნარ ჩვევების სიტყვები' რომლებიც შეესაბამება მაღალ სააზროვნო დონეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა დათოს დახმარებით. დიდი მადლობა ბატონო დათო.
Wednesday, 11 February 2015
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღეს განვიხილეთ ბლობზე მუშაობა, რომელიც ნაყოფიერი იყო რადგან ახლა ჩემი ბლოგი მაქვს და შემიძლია კომენტარები დავწერო. ასევე შემიძლია წავიკითხო სხვისი კომენტარებიც.
Sunday, 8 February 2015
პირველი დღის რეფლექსია
ინტელის ძირითადი კურსის პირველი დღე საინტერესო იყო. განვიხილეთ ახალი და ყველა მასწავლებლისთვის საჭირო საკითხები. მათ შორის ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევები. იმედი მაქვს კურსის დასასრულს მექნება ახლი ხედვა მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებისა.
Subscribe to:
Posts (Atom)